Гуру Песен Популярное
А Б В Г Д Е Ж З И К Л М Н О П Р С Т У Ф Х Ц Ч Ш Э Ю Я
# A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გიორგი ჩიტაური ( Giorgi Chitauri ) - ვაჟა-ფშაველა ( Vaja-Pshavela ) | Текст песни

ვაჟა ფშაველა

ღამე ლაშარის ხეობებს,
ფარავდა ღრუბლების სურები,
..მთის ხეობებში ღრეობენ
ფშავლები და ხევსურები X2
იდგა ლაშარი გელოდა,
მთამ არ იცოდა სათქმელი,
..რომ სანთელივით დნებოდა
შენი თვალების ნათელი X2
გელოდნენ არ მოსდიოდი
და იდგნენ დარბაისლები,
..შენ ბალახისთვის კვდებოდი,
შენზე დარდობდნენ ნისლები X2
იმ ღამეს თვალებშავება
ღამე ფშავლებმა დალახეს,
..კვდებოდა ვაჟა-შაველა,
გულში იკრავდა ბალახებსX2
ღმერთო შენ დალოცე შუაფხო, ჩარგალი,
შავლების ღრეობა, ცხენების ჭენება,
..ღამ-ღამ რომ იციან მგლებივით წანწალი,
თავლაში თავნება წაწლების ფერობა X2
ფშავლებს ხომ არა ჰყავთ ლექსებში ბადალი,
დილამდე იციან ფანდურზე თენება.
ხონჩაზე იციან ცხელ-ცხელი ხინკალი
და პანტის არყით მთლად გამოშტერება.
თუ მტერი დალანდეს, იარაღს ისხამენ,
სალი კლდის ვეფხვებად ჩნდებიან შავლები.
..ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ დასდევენ, ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ მფარველი
..ჯიხვების ხოროებს ფეხდაფეხ დასდევენ, ფრიალო კლდეებზე ღმერთი ჰყავთ მფარველი
ნურცა რას მკითხავ და არცა რას გიამბობ,
შენ ჩემი გაჩენის დასწყევლი გარიჟრაჟს!
..მე შენი დაკარგვა წლების წინ ვიგლოვე
და მთების ნიავიც მეტყოდა სამძიმარს! X2
და ვეღარ მოგიხმობ ვით სატრფოს ქორბუდა,
ღამეებს არ შევძრავ მოთქმით და ძახილით,
..არ მინდა სხვის მკლავზე ნაწოლი დიაცი,
არ მინდა სხვის ხელში დამჭკნარი ვარდები X2

✠ საქართველოს ხმა ✠

▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒ ▒▒▒▒▒▓▒▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▒▓▒▒▒▒▒ ▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒ ▒▒▒▒▒▓▒▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▒▓▒▒▒▒▒ ▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒ ▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓ ▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓▓ ▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒ ▒▒▒▒▒▓▒▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▒▓▒▒▒▒▒ ▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒ ▒▒▒▒▒▓▒▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▒▓▒▒▒▒▒ ▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▓▓▓▒▒▒▒▒▒▒▒▒▒▒

Статистика страницы на pesni.guru ▼
Просмотров сегодня: 2
Популярное сейчас
Видео
Нет видео
-